კათალიკოს-პატრიარქის სამძიმარი

30 ივნისი 2016, 00:00 2706 ნახვა

ათათურქის აეროპორტში მომხდარი ტერორისტული აქტების გამო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მსოფლიო პატრიარქს და თურქეთის პრეზიდენტს უსამძიმრებს. „ტერორისტებს და ტერორიზმს არც ეროვნება და არც სარწმუნოება არ აქვს, იგი უსახოა. სამწუხაროდ, მსოფლიოში ტერაქტები გახშირდა და სათანადო პასუხი ამ გამოწვევებზე გაცემული არ არის. გთხოვთ, ჩვენი სამძიმარი გადასცეთ გარდაცვლილთა და დაზარალებულთა ოჯახებსა და ახლობლებს. აღვავლენთ ლოცვებს მშვიდობისათვის.” - ნათქვამია უწმინდესის სამძიმრის ტექსტში.

ამავე კატეგორიაში