აჭარაში წითელას ვირუსით ინფიცირების შემთხვევები გაიზარდა

13 იანვარი 2018, 00:00 4468 ნახვა

ვირუსული დაავადების წითელას სიმპტომებით ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში 14 ხოლო დედათა და ბავშვთა  ჯანმრთელობის ცენტრში  4 პაციენტი მკურნალობს. აჭარის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით,  წინა წლებთან შედარებით რეგიონში  წითელას შემთხვევები გაზრდილია და ბოლო 3 თვის განმავლობაში 50-ზე მეტი   შემთხვევა გამოვლინდა.

ცენტრის ინფორმაციით, წითელას  სიმპტომებია  მაღალი სიცხე,  გამონაყარი და ყელის ტკივილი.  აჭარის საზოგადოების ჯანდაცვის ცენტრი მოსახლოებას  მოუწოდებს, ინფექციის გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართონ ოჯახის ექიმს, დროულად აიცრან მოქალაქეები, მათ შორის ისინი  ვინ სრულად არარის აცრილი და ასევე დროულად მოხდეს დაავადებული პირის იზოლაცია. ცენტრში ამბობენ, რომ  გრიპის მაგვარი  ვირუსის შემთხვევების გავრცელების მიხედვით რეგიონში  ვითარება სტაბილურია, თუმცა ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდოს არ  გამორიცხავენ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი