ახმედ ჩატაევთან კავშირის ბრალდებით თურქეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქეს სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა

10 იანვარი 2018, 00:00 2740 ნახვა

ახმედ ჩატაევთან კავშირის ბრალდებით თურქეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქეს სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო მის მეუღლეს გათავისუფლება და თურქეთიდან დეპორტაცია ელოდება. ინფორმაციას თურქული გამოცემა „მილიეტი“ წერს.  გამოცემის ინფორმაციით, გოჩა საგინაძის სახლში ჩატარებული ჩხრეკისას ამოღებულია ფოტომასალა, რომელიც სირიაში ტერორისტულ საქმიანობაში მის მონაწილეობას ადასტურებს.

უსმა ორი კვირის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 26 დეკემბერს, ტრაბზონის პროვინციაში საქართევლოს მოქალაქე ახმედ ჩატაევის საქმის გამოძიების ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი