ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი

29 ივნისი 2016, 00:00 4144 ნახვა

შუახევის ანსამბლი „ფესვები“ ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის დასკვნითი ტურის გრამპრის მფლობელი გახდა. ფესტივალის დასკვნით კონცერტებში ლაურეატი ანსამბლები, ქორეოგრაფიული და ხალხური სიმღერის ასევე საოჯახო ანსამბლები მონაწილეობდნენ. შუახევის კულტურის ცენტრის წარმომადგენელმა ბესიკ ტარიელაძემ ინდივიდუალური შემსრულებელის ნომინაციაში მეორე ადგილი დაიკავა.  ანსამბლმა „ჭვანამ“ კი სოფლის ავთენტური ჯგუფების კატეგორიაში მესამე ადგილი მოიპოვა. გუშინ მაყურებლის წინაშე წარსდგნენ ასევე  ქედის, შუახების და ქობულეთის ფოლკლორული ანსამბლები. ფესტივალი დღესაც გრძელდება, მაყურებლის წინაშე აჭარის  წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლის მგალობელთა გუნდი მიიღებს. ,,ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით ტარდება. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში