გასულ წელს საქართველოს 7 მლნ 554 ათას 936 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18.8% პროცენტით მეტია. ინფორმაციას, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. 2017 წელს ყველაზე მეტი ვიზიტი სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან, თურქეთიდან და ირანიდან განხორციელდა.
პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით. იანვარ-დეკემბერში გამოირჩეოდნენ გაერთიანებული სამეფო ნიდერლანდები, ესპანეთი, საფრანგეთი დაგერმანია. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა იორდანია, საუდის არაბეთი, ქუვეითი, ირანი, ინდოეთსა და ჩინეთიდან.