შუახევში სტიქიის შედეგად გარესამყაროსაა მოწყვეტილი 400-მდე ოჯახი

29 ივნისი 2016, 00:00 3367 ნახვა
სტიქიის შედეგად გარესამყაროსაა მოწყვეტილი 400-მდე ოჯახი , ხოლო 10 ოჯახი უსაფრთხო ადგილასაა გაყვანილი, განადგურებულია ცოცხალი ნარგავები, ამ დროისთვის ასეთი ვითარებაა შუახევში. მდინარე გუდნისწყლის ადიდების შედეგად განადგურდა სოფელ კვირიაულში მცხოვრები მამუკა თურმანიძის საკალმახე მეურნეობა და ნათესები საფრთხე ემუქრება საცხოვრებლებსაც. ადგილობრივების ინფორმაციით ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამი ხიდი. შუახევის გამგებლი ამბობს,რომ ზარალის დათვლა გეოლოგებთან ერთად დილიდან დაიწყება . ამ დროისთვის ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი ოთხი სოფლის წაბლანის, ცინარეთის, ლაკლაკეთის და მოფრინეთის მოსახლეობა. ამ დროისთვის სტიქიის ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამსახურის სამაშველოს ბრიგადები. მუნიციპალიტეტში მობილიზებულია 24 საათიანი საგანგებო შტაბი. ბოლო ინფორმაცია შუახევიდან სოფო შავაძემ მოგვაწოდა
სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში