ღამის განმავლობაში, პიროტექნიკით დაშავებულმა 10-მდე პაციენტმა მ.იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალს მიმართა. 5-დან 10 წლამდე ბავშვებს დაზიანებები თვალის არეში აღენიშნებოდათ. პედიატრის ინფორმაციით, მოზარდებს პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს და ბინაზე გაწერეს.