ანტიტერორისტული რეიდი ანკარაში

29 დეკემბერი 2017, 00:00 2155 ნახვა

ანკარაში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად, თურქეთის პოლიციამ ტერორისტული დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში ეჭვმიტანილი 29 პირი დააკავა, რომლებიც ახალი წლის დღეებში ტერაქტების მოწყობას გეგმავდნენ. ამის შესახებ თურქული მედია წერს. ანტიტერორისტულ ოპერაციაში 500-მდე პოლიციელი მონაწილეობდა.

დაკავებულთა უმრავლესობა უცხო ქვეყნის მოქალაქეა. პროკურატურამ ჯამში 46 პირის დაკავების ორდერი გასცა. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ ახალი წლის ღამეს მორიგი ტერაქტების მოწყობით იმუქრება.  

ამავე კატეგორიაში