საპროტესტო აქცია ჯიხანჯურში

28 ივნისი 2016, 00:00 3644 ნახვა

ინფრასტრუქტურული პრობლემების მოწესრიგების მოთხოვნით სოფელ ჯიხანჯურში აქცია გაიმართა. ადგილობრივები სოფლის ცენტრალური გზისა და სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგებას ითხოვენ. მათი ინფორმაციით სოფელში წყლის სისტემა გასულ წელს გამოიცვალა, მაგრამ პრობლემა მაინც მოუგვარებელია. გამგებლის მოადგილის განცხადებით, ჯიხანჯურში გზის მოწესრიგება მიმდინარე წელს არ იგეგმება. 

ნინო ინაიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში