შეერთებული შტატების ჩრდილო-აღმოსავლეთში რეკორდული რაოდენობის თოვლი მოვიდა

27 დეკემბერი 2017, 00:00 2168 ნახვა
00:00
00:00

შეერთებული შტატების ჩრდილო-აღმოსავლეთში რეკორდული რაოდენობის თოვლი მოვიდა. პენსილვანიის შტატში ბოლო ორი დღის განმავლობაში თოვლის საფარმა 30 სანტიმეტრი შეადგინა.

ქალაქ ერიში ბოლო სამოცი წლის განმავლობაში ყველაზე უხვი ნალექი დაფიქსირდა. რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. სინოპტიკოსების განცხადებით, თოვა ერთი კვირა გაგრძელდება. ჰაერის ტემპერატურა მინუს გრადუსამდე დაეცა.

ადგილობრივი აეროპორტები შეფერხებებით მუშაობენ. პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს, საკუთარი ავტომობილებით გადაადგილებისგან თავი შეიკავონ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი