პიროტექნიკის გამოყენებისას დაშავებული ბავშვი თბილისში მკურნალობს

27 დეკემბერი 2017, 00:00 3345 ნახვა

პიროტექნიკის გამოყენებისას დაშავებული ბავშვს თბილიში, იაშვილის სახელობის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა. იგი ბათუმიდან დედაქალაქში 25 დეკემბერს მარჯვენა ხელის დაზიანებით გადაიყვანეს. პიროტექნიკის გამოყენების რეგულაციების გამკაცრებაზე საუბრობს მესამე სექტორი.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაშია აცხადებენ, რომ ამ მიმართულებით კონკრეტული რეგულაციები არ არსებობს. მოქმედებს, მხოლოდ ერთი შეზღუდვა, რაც ღამის 11 საათიდან პიროტექნიკის გამოყენების შემთხევვაში ჯარიმაას ითვალისწინებს.

ქალაქში ასაფეთქებელი მოწყობილობების შეძენა წინასაახალწლო რამდენიმე ადგილას, ღია ცისქვეშ მოწყობილ დახლებზეცაა შესაძლებელი, პიროტექნიკის შეძენისას არასწრულწლოვნებზე შეზღუდვა არ მოქმედებს. ასევე პროდუქციის ნაწილზე ქართულად დატანილი არ არის მოხმარების წესები.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი