პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

27 დეკემბერი 2017, 00:00 2145 ნახვა

პროკურატურამ პანკისის ხეობაში გუშინ ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, ,,მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე. 

ამჟამად ტარდება ყველა გადაუდებელი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება. შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას“, - განაცხადეს პროკურატურაში.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი