ღვინისა და ყველის ფესტივალი

26 დეკემბერი 2017, 00:00 2532 ნახვა

საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში დღეს ბათუმში ღვინისა და ყველის ფესტივალი გაიხსნა. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დამზადებული პროდუქცია ევროპის მოედანზეა წარმოდგენილი.

ბათუმში მყოფ სტუმრებსა და ადგილობრივებს საშუალება აქვთ დააგემოვნონ და შეიძინონ ტრადიციული რეცეპტებით დამზადებული ქართული ღვინისა და ყველის ნაწარმი. ფესტივალი 2 დღეს გაგრძელდება. დღეს კი მეღვინეები და ყველის მწარმოებლები დააჯილდოვეს. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი