მზადება ღვინისა და ყველის ფესტივალისთვის

23 დეკემბერი 2017, 00:00 2395 ნახვა

26-27 დეკემბერს ბათუმი ღვინისა და ყველის ფესტივალს უმასპინძლებს. მანამადე მეღვინეები 100- მდე ჯიშის ღვინოს აგემოვნებენ. დღეს დეგუსტატორები იმ ფერმერების  პროდუქციას შეარჩევენ, რომელებიც ფესტივალზე უნდა მოხვდეს. ფესტივალზე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დამზადებული პროდუქცია იქნება წარმოდგენილი.

ღონისძიებაზე აღმოსავლეთის და დასავლეთის წითელი და თეთრი, იშვიათი ჯიშის, საუკეთესო მარანი, საუკეთესო ზვარი, ნახევრად ტკბილი ღვინო,  საუკეთესო ყურძნისეული არაყი და ყველის სამი სახეობა გამოვლინდება. ფესტივალი რომლის ორგანიზატორი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო და აიპ ,, აგროსერვის ცენტრია’’ 12:00 საათზე ევროპის მოედანზე დაიწყება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი