გაერო იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად არ აღიარებს

22 დეკემბერი 2017, 00:00 2507 ნახვა

გაერო იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად არ აღიარებს. შესაბამისი რეზოლუცია  გენერალურმა ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით მიიღო. დოკუმენტს მხარი 128 სახელმწიფომ დაუჭირა, 9 წინააღმდეგ გამოვიდა, 35-მა კი თავი შეიკავა.

რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს გვატემალამ, ისრაელმა, მარშალის კუნძულებმა, პალაუმ, ტოგომ, მიკრონეზიამ, ნაურუმ, ჰონდურასმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ ხმათა უმრავლესობით მიღებული რეზოლუცია ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდებს უკან წაიღოს გადაწყვეტილება იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებისა და საელჩოს იერუსალიმში გადატანის თაობაზე. საქართველოს გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომაში მონაწილეობა არ მიუღია.
 

ქართული დელეგაცია არ იმყოფებოდა დარბაზში, როცა კენჭი ეყარა ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარების გადაწყვეტილების საწინააღმდეგო რეზოლუციას. კენჭისყრის შედეგების გრაფაში საქართველოსთან მიმართებაში ხმის არც წინააღმდეგ მიცემა, არც თანხმობა და არც თავის შეკავება ფიქსირდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი