100-გვერდიანი პასუხი 100-მდე შენიშვნაზე 

13 დეკემბერი 2017, 00:00 3194 ნახვა

აჭარის მთავრობისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადა, ბიუჯეტის კორექტირებული პროექტის, საკანონმდებლო ორგანოში დაბრუნების თაობაზე დღეს ამოიწურა. აღმასრულებელმა ორგანომ უმაღლეს საბჭოს დოკუმენტი დღის ბოლოს გადაუგზავნა.

პირველი განხილვის შემდეგ, რეგიონის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი, 100-მდე შენიშვნით და რეკომენდაციით, დეპუტატებმა მთავრობას 29 ნოემბერს დაუბრუნეს. შენიშვნები ჰქონდა როგორც ოპოზიციას, ისე მმართველ გუნდს. მათ შორის იყო მუნიციპალიტეტებისთვის ტრანსფერების შემცირების საკითხი, სოფლის მეურნეობის მიმართულებით აზიური ფაროსანას წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებები, ასევე ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების აუცილებლობა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი