ქობულეთში სტიქიის შედეგად დაზარალებული 2 ოჯახი თავს ისევ ახლობლებს აფარებს. მერიის ინფორმაციით, უწყებას სულ 50-მდე ოჯახმა მიმართა, ამ დროისთვის მათი მდგომარეობის შესწავლა მიმდინარეობს.
უამინდობის შედეგად წყლის მიწოდების პრობლემა შეიქმნა სოფელ ბუკნარში. შიდა სასოფლო გზებზე 5 ერთეული ტექნიკა მუშაობს. მერიის ინფორმაციით გადაადგილება ყველა მიმართულებით შესაძლებელია.