სამართალდამცავები სკოლის მოსწავლეს ეძებენ

10 დეკემბერი 2017, 00:00 2496 ნახვა

მესამე დღეა სამართალდამცავები ქობულეთში მცხოვრებ  17 წლის მოზარდს ეძებენ. შსს-ს ინფორმაციით საქმეზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.  უწყებაში არასრულწლოვნის გაუჩინარების შესახებ  შეტყობინება  8 დეკემბერს  შევიდა.

ოჯახის წევრების თქმით მოზარდი 7 დეკემბერს სკოლაში წავიდა, თუმცა სკოლის დირექტორი ამბობს, რომ მე-12 კლასელი იმ დღეს სკოლაში არ გამოცხადებულა და ამის შესახებ სკოლამ ოჯახს აცნობა. ოჯახის ინფორმაციით  არასრულწლოვანი ბოლოს სამი დღის წინ სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა ნახა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი