ქალაქის შემოსასვლელში ესტაკადის მშენებლობისთვის აჭარის მთავრობას მიწის ნაკვეთი გადაეცა. საკითხს საკრებულოს სხდომაზე აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ოპოზიციის წარმომადგენლები აუქციონის გამოცხადებას მოითხოვდნენ.
თუმცა მიწის ნაკვეთი მთავრობას უსასყიდლოდ გადაეცა. დღესვე იმსჯელეს, ქალაქში კერძო საკუთრებაში არსებული მოუვლელი შენობა- ნაგებობების დასუფთავების ვალდებულებაზე, თუ კი მოქალაქეები საკუთრებას არ მოაწესრიგებენ, სამუშაოებს მერიის სამსახური უზრუნველყოს, მესაკუთრეს კი დააჯარიმებენ.