კლინიკების ხელმძღვანელებმა ჯანდაცვის კომისიის წევრების შეკითხვებს უპასუხეს

21 ნოემბერი 2017, 00:00 3782 ნახვა

სამედიცინო მომსახურებით უკმაყოფილო მოქალაქეები, გადაცემაში “მთავარი აჭარაში” განხილული თემა და გამოხმაურება საკანონმდებლო ორგანოში - საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ანალიტიკურ გადაცემაში ჩატარებული ინტერაქტივის შედეგები უმაღლესი საბჭოს ჯანდაცვის კომისიის დღევანდელი სხდომის განხილვის საგანი გახდა.

დეპუტატებმა სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელები მიიწვიეს და მათი შეფასება მოისმინეს გამოკითხვის იმ შედეგებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც გადაცემის ინტერაქტივში მონაწილე მოქალაქეების უმრავლესობა რეგიონის სამედიცინო დაწესებულებების მომსახურებით უკმაყოფილოა. საავადმყოფოების ხელმძღვანელები მომსახურების სფეროში პრობლემებს არ უარყოფენ. 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი