ქართულის სწავლება თურქეთის რესპუბლიკაში. მეზობელი სახელმწიფოს ენას რიზეს უნივერსიტეტში 30 სტუდენტი ეუფლება, რომელთაგან ერთი წარმოშობით ქართველია.
უკვე სამი წელია თურქეთის ხელისუფლებამ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს მშობლიური ენის სწავლების უფლება მისცა. ქართველ პროფესორებთან ერთად ქართულს თურქი ლექტორიც ასწავლის.