“გლობალური სამეწარმეო კვირეული”

15 ნოემბერი 2017, 00:00 3118 ნახვა

რა არის საჭირო წარმატებული ბიზნესისთვის _ მარკეტინგსა და ბრენდიგში ვორქშოპი ამერიკელმა მეწარმემ ბეტსი ფორიმ ჩაატარა. საჯარო ლექციაზე მან წარმატებულ გამოცდილებასა და იმ ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა, რაც ბიზნესის განვითარებისთვის არის აუცილებელი. მისი თქმით, რამდენიმე თვისებაა აუცილებელი, მათ შორის მთავარია სიმამაცე, სიახლეების ძიება, ენთუსიაზმი, შეუპოვრობა და ოპტიმიზმი.

ღონისძიება გლობალური სამეწარმეო კვირეულის ფარგლებში ჩატარდა, რომელიც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით 2008 წლიდან იმართება. კვირეული 18 ნოემბრამდე გაგრძელდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი