ყინულის ჰოკეიში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი გაიხსნა. პირველი ტურის შეხვედრები ბათუმის სპორტულ - ახალგაზრდული ცენტრის ყინულის მოედანზე იმართება. მატჩები დღეს დასრულდება.
ტურნირი ორ ასაკობრივ კატეგორიაში ტარდება და მასში 8 გუნდი მონაწილეობს, მათ შორისაა ბათუმის, ქუთაისის, თბილისისა და ბაკურიანის გუნდები. ყინულის ჰოკეიში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი გაზაფხულზე დასრულდება.