სპორტი მთავარში

25 ოქტომბერი 2017, 00:00 2197 ნახვა

• საკალათბურთო გუნდ „ბათუმის“ პირველი გამარჯვება ახლახანს დაწყებულ საქართველოს სუპერლიგის გათამაშებაში. მესამე ტურში ბათუმურმა გუნდმა სტუმრად კაკტუსს იოლად 89:48 მოუგო. შეგახსენებთ რომ ბათუმმა პირველ ტურში დაისვენა, ხოლო მეორეში, ქუთაისთან განიცადა მარცხი. დღეს კი სუპერლიგის მესამე ტურში „კაკტუსს“ შეხვდა, რომელსაც  2-დან 2 მოგება ჰქონდა. საბოლოო ჯამში ვლადიმერ ბოსნკიკის გუნდმა მატჩი 41-ქულიანი სხვაობით მოიგო. ბათუმის უკრაინელი ლეგიონერები - ლეონიდ სტეპანიშინი  და ილია შემოსიუკი შესაბამისად 22 და 23 ქულით გამოირჩნენ. ამერიკელმა უკანახაზელმა სპენსერ კოლისმა 17 ქულა, 4 ჩაჭრა და 4 პასი მიითვალა, ხოლო მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლი სერბმა ცენტრმა, სტეფან ანდრეშევიჩმა ჩაიწერა - 12 ქულა, და 10 მოხსნა.

• ბათუმის ყინულის სასახლეში ფუტზალში ამირან მამალაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ყოველწლიური ტურნირი გაიმართა. შეჯიბრი 6 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში 32 გუნდი მონაწილეობდა. შეჯიბრი ოლიმპიური წესით გაიმართა. გამარჯვებულ გუნდს  თასი და მედლები გადაეცათ. შეგახსენებთ, რომ ამირან მამალაძე 8 აგვისტოს რუსეთ საქართველოს ომის დროს ტრაგიკულად დაიღუპა. ჩემპიონატი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის და თვითმართველობის ორგანიზებით ხორციელდება.

• დღეს ბულვარის ტერიტორიაზე მძლეოსნურ გარბენში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, კარლო გიორგაძის სახელობის ტურნირი გაიმართა. გათამაშებაში 60 ამდე სპოსრტსმენი იღებდა მონაწილეობას. ტურნირი რამდენიმე ასაკობრივი კატეგორიის გოგონებსა და ვაჟებს შორის ჩატარდა. სპორტსმენებმა 100 და 60 მეტრ რადიუსზე ირბინეს. გამარჯვებულები თასებით, მედლებით და სიგელებით დაჯილდოვდნენ. ტურნირი წელს პირველად ჩატარდა და ყოველწლიური სახე მიეცემა. ტურნირი აჭარის მძლეოსნობის ფედერაციისა და სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის ერთობლივი ძალებით ჩამოყალიბდა.

• სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა დღეს ჰიმალაიდან დაბრუნებულ ქართველ მთამსვლელებს უმასპინძლა. არჩილ ბადრიაშვილის, გიორგი ტეფნაძის და ბაქარ გელაშვილის სამეულმა ჰიმალაებში პირველი ქართული გზა  გაკვალა და მწვერვალიც დაიპყრო. ქართველ მთამსვლელთა ჯგუფი ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში 8 სექტემბერს ჩავიდა და 9-დღიანი შტურმი 28 სექტემბერს ლარკიას დაპყრობით დაგვირგვინდა! ახალგაზრდა მთამსვლელებმა თითქმის ერთი კვირა ლარკიას 700-მეტრიან სამხრეთ-აღმოსავლეთ კედლის გავლას შეალიეს. საბოლოო ჯამში უმაღლესი კატეგორიის - 6ა - სირთულის მწვერვალზე შედგეს ფეხი. მთამსვლელობის საერთაშორისო მონაცემთა ბაზაში ქართული სამეული ლარკიაზე პირველამსვლელად ჩაიწერა და მათ მიერ განვლილ მარშრუტს „ქართული გზა“ ოფიციალურად ეწოდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი