პირველადი მონაცემებით, ბათუმში არჩევნების მეორე ტური არ იქნება. ბათუმის 79-ე ოლქის მონაცემებით “ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს’’ ბათუმის მერობის კანდიდატმა ლაშა კომახიძემ ხმათა 55,67% მიიღო. მეორე პოზიციაზეა ‘’ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წარმომადგენელი, ლევან ანთაძემ 24, 19% დააგროვა.
რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიების სხვა კანდიდატებს. რამდენიმე მათგანმა ერთ პროცენტიანი ბარიერიც ვერ გადალახა. შედეგები ასე გამოიყურება:
‘’ევროპული საქართველოს ბათუმის მერობის კანდიდატმა ხმათა 6,43% მოიპოვა. 6,16% აიღო ‘’საქართველოს პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენელმა’’ თენგიზ თავდგირიძემ. ‘’ლეიბორისტული პარტიის’ ბათუმის მერობის კანდიდატ ჯელალ ქიქავას კი 3,24% აქვს.
ბათუმის მერობისთვის 9 კანდიდატი იბრძოდა.