შს სამინისტრო: ''პოლიცია საარჩევნო პროცესებში არ ერევა''

20 ოქტომბერი 2017, 00:00 3125 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრების ბრალდებებს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფთხოების სამსახურში უარყოფენ. პრესსამსახურის წარმომადგენელთა განცხადებით, ფაქტები სიმართლეს არ შეესაბამება. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ პოლიცია საარჩევნო პროცესებში არ ერევა. 

რაც შეეხება ბრალდების ერთ-ერთ ადრესატს - აჭარის მთავრობას, უწყებაში აღნიშნულ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ. ''ქართული ოცნების'' დეპუტატი ლადო მგალობლიშვილი კი ამბობს, რომ ეს არის ურეიტინგო პარტიის ცრუ ბრალდება. 

დღეს ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ბრიფინგი გამართა. რეზო ხარაზმა ძალოვანი უწყებების ის წარმომადგენლები დაასახელა, რომლებიც პროცესებში აქტიურად არიან ჩართულები - მათ შორის აჭარის სუს-ის უფროსი ირაკლი ერისთავი, მთავრობის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი გია გაბაიძე, პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსი ირაკლი მოწყობილი. 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი