საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვა 9 სხვადასხვა სტამბაში სავარაუდოდ უახლოეს დღეებში დასრულდება. სამი ფერის ბიულეტენს საოლქო საარჩევნო კომისიებს ხუთშაბათისთვის გადასცემენ, ოლქები კი ბიულეტენებს უბნებზე კენჭისყრამდე 12 საათით ადრე, ანუ პარასკევს საღამოს შეიტანენ.
იბეჭდება დაახლოებით 9 მილიონ ნახევარი სამი ფერის ბიულეტენი. 21 ოქტომბერს, ამომრჩეველმა უნდა აირჩიოს საარჩევნო სუბიექტი 64 საკრებულოს პროპორციული არჩევნებისთვის, 64 მერი და 1088 მაჟორიტარი.