ბათუმის 6 უბანს წყალი შეზღუდვით მიეწოდება

16 ოქტომბერი 2017, 00:00 3312 ნახვა

ჩაქვისა და ჩაისუბნის სათავე ნაგებობაზე წყლის დონის მაქსიმალური ზრდისა და ამღვრევის გამო, წყლის მიწოდება ვერ ხერხდება ე.წ. ძველი ქსელის აბონენტებისთვის.

ნაწილობრივ შეზღუდულია წყალმომარაგება გოროდოკის, ბარცხანისა და თამარის დასახლების აბონენტებისთვის. ასევე, ჩაქვის, განთიადისა და მახინჯაურის მოსახლეობისთვის. წყალმომარაგება სათავე ნაგებობაზე წყლის დონის დაწევისთანავე აღდგება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი