აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბოდიში მაყურებელს

14 ოქტომბერი 2017, 00:00 2376 ნახვა

5 ოქტომბერს გადაცემა ”ფაქტორში” გასულ რეპორტაჟში გაპარული უზუსტობის გამო, გადაცემის წამყვანმა განცხადება გააკეთა.მაუწყებელმა მაყურებელს უზუსტობის გამო მოუბოდიშა. განცხადებაში ნათქვამია: 5 აგვისტოს, ჩვენს გადაცემაში გავიდა, რეპორტაჟი, რომელიც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის ფინანსურ აუდიტზე მომზადდა. სხვა დეტალებთან ერთად, რეპორტაჟში გვქონდა მცდელობა, დაგვედგინა, იყო თუ არა ნათესაური კავშირი, ხელვაჩაურის გამგებლის მოადგილესა და კომპანია „ბასმოტორის“ დამფუძნებლებს შორის. „ბასმოტორსისგან“ ხელვაჩაურის გამგეობამ, გამარტივებული წესითა და შესყიდვის პირობების დარღვევით შეიძინა სპეცტექნიკა.

განხილვის საგანი რეპორტაჟის ეს ნაწილი არ გამხდარა, თუმცა გამგებლის მოადგილემ სადავოდ გახადა  ჟურნალისტის მიერ ნათესაურ კავშირებზე გამოთქმული ვარაუდი, რომელიც არ იყო გამყარებული არგუმენტებით. აღნიშნულ რეპორტაჟზე და მის შინაარსზე, განხილვა მოეწყო მაუწყებლის თვითრეგულირების საბჭოზეც, რომელმაც  დაადგინა, რომ ინფორმაციის გადამოწმებისთვის ყველა ჟურნალისტური ხერხი არ იყო გამოყენებული. ნათესაური კავშირი გადაუმოწმებლად არ დასტურდება, შესაბამისად, მოხდა დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელება.  ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ინფორმაციისა და ფაქტების სიზუსტე. გამომდინარე აქედან, სრულად ვაცნობიერებთ დაშვებულ შეცდომას და ბოდიშს ვუხდით მაყურებელს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი