11-12 მარტის აქციაში მონაწილეობის ბრალდებით, სისხსისამართლის საქმეზე დაკავებული პირის ლაშა დეკანაძის სასამართლო პროცესი დღეს განახლდება. სხდომაზე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეები დაიკითხებიან. მოსამართლე იმ სამართალდამცავებს მოუსმენს, რომლებმაც ლაშა დეკანაძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
ადვოკატ დავით ჯაფარიძის თქმით, პოლიციელები საგამოძიებო უწყებისთვის მიცემულ ჩვენებაში ბრალდებულის მხრიდან ქვის სროლის ფაქტს და არც არეულობაში მის მონაწლეობას არ ადასტურებენ. სასამართლო პროცესი 16 საათსა და 30 წუთზეა ჩანიშნული. საქმეს მოსამართლე ლევან გელოვანი განიხილავას.