საცხოვრებელი კორპუსები და სასტუმროები საზოგადოებრივი სივრცეების ნაცვლად. საზოგადოებას ბათუმში თავშეყრის ადგილები აღარ რჩება. წლების განმავლობაში სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადგილზე მოქალაქეები სკვერების თუ სპორტ-კომპლექსების დანგრევა-გაყიდვას უშედეგოდ აპროტესტებდნენ.
პრიორიტეტი ინვესტიციებია. რეკრეაციული ზონებისა და საგანმანათლებლო სივრცეების გარეშე, შენობების ამარა დარჩენილი ბათუმი.