ცნობილი ესპანელი საოპერო მომღერალი ხოსე კარერასი საქართველოშია. ხვალ ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გამართავს კონცერტს. ცნობილ ტენორთან ერთად რამდენიმე დუეტს ქართველი სოპრანო სალომე ჯიქია შეასრულებს. კონცერტზე დასწრება უფასოა.