სპორტი მთავარში

03 ოქტომბერი 2017, 00:00 2276 ნახვა

• ბათუმის საკალათბურთო გუნდმა სუპერ ლიგისთვის მზადება დაიწყო. კლუბს ახალი მთავარი მწვრთნელი და ახალი კალათბურთელები ყავს. გასულ სეზონის წარუმატებლად დასრულების მიუხედავად გუნდმა სუპერლიგაში ადგილი მონაწილეთა რაოდენობის გაზრდის ხარჯზე შეინარჩუნა.

• სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა დღეს ლისის იპოდრომზე ქართველი ცხენოსნები მოინახულა. 5-8 ოქტომბერს კაჭრეთის ამბასადორი ცხენოსნობის ოლიმპიურ დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპს უმასპინძლებს და ქართველი სპორტსმენებიც ამ ტურნირისთვის ემზადებიან. კავკასიის ლიგის გათამაშებაში ქართველებთან ერთად აზერბაიჯანელი და უკრაინელი ცხენოსნებიც მიიღებენ მონაწილეობას.  სპორტსმენებს მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და სამინისტროს წარმომადგენლებიც ესტუმრნენ.

• ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და ს.კ. ბარსელონას მცველს ჯერარდ პიკეს მადრიდში ნაკრების ფანებმა ობსტრუქცია მოუწყვეს. პიკე რომელმაც რეფერენდუმზე ღიად დაუჭირა მხარი კატალონიის დამოუკიდებლობას კრიტიკის ქარ-ცეცხლში არაერთხელ გაატარეს. ამჯერად კი ნაკრების ვარჯიშზე  მისულმა გულშემატკივრებმა 30 წლის ფეხბურთელს მთელი ვარჯიშის განმავლობაში უსტვინეს და მისთვის შეურაცხმყოფელი სიტყვები არ დაიშურეს. ფანებმა არც ფურია როხას დამრიგებელი ხულიან ლაპოტეგი დაინდეს, რომელმაც კატალონიელი ალბანეთთან გასამართი მატჩისთვის ნაკრებში გამოიძახა. შექმნილი სიტუაციის გამო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა საწვრთნელი პროცესი დაწყებიდან 23 წუთში შეწყვიტა. მანამდე ჟერარდ პიკემ განაცხადა რომ ნაკრებში თამაში მოსწონს, მაგრამ თუ ვინმეს  მისი ეროვნულ გუნდში ხილვა არ აწყობს, შეუძლია სანაკრებო კარიერა დაასრულოს. მოგვიანებით მადრიდულმა გამოცემა ასმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ რომ ვარჯიშის დროს ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა სერხიო რამოსმა ჯერარდ პიკე ნაკრებში ატმოსფეროს დესტაბილიზაციაში დაადანაშაულა და მათ შორის მორიგი ჩხუბი გაიმართა. გამოცემის თქმით,  რეფერენდუმის შემდეგ, მოთამაშეებს შორის ისედაც მძიმე ურთიერთობა საბოლოოდ დაიძაბა.

ამავე კატეგორიაში