მუნიციპალიტეტების და რეგიონის დასახელების ინგლისური შესატყვისები ერთიანი მიდგომის გარეშე - რეგიონის მთავრობის ინტერნეტ გვერდის მისამართში ადჯარა შეგხვდებათ, შენობის აბრაზე კი აჯარა წერია.
გაურკვევლობას იწვევს ქედის მუნიციპალიტეტის დასახელება, ტრაფარეტზე ლათინური ასოებით ქედა, სხვადასხვა მხრიდან სხვადასხვანაირად წერია. რას აპირებს მთავრობა და რას ამბობენ ენათმეცნიერები?