ახალი სასწავლო წლის დაწყებიდან, კვლავ გააქტიურადა თემა - მძიმე სახელმძღვანელოები. მძიმე ჩანთების ტარების გამო, მოსწვალეების ჯანმრთელობის შესაძლო დაზიანებაზე საუბრობენ ექიმები. მედიკოსების მთავარი რეკომენდაციაა მოსწავლეებმა ჩანთის სიმძიმე ორივე მხარზე თანაბრად გადაანაწილონ. პრობლემის არსებობას არ უარყოფს საქართველოს განათლების მინისტრი. ალექსანდრე ჯეჯელავა ჯერ კიდევ შარშან ამბობდა, რომ წიგნების ჯამური წონა 2017 წლიდან შემცირდებოდა, თუმცა დაპირების შესრულება კიდევ ერთი წლით გადავადდა.