რუსულმა მხარემ ამიერკავკასიის რეგიონში ნატოს ბლოკის საქმიანობის გააქტიურებაზე შეშფოთება გამოთქვა

26 სექტემბერი 2017, 00:00 2399 ნახვა

ამიერკავკასიაში  უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე  დღეს მოსკოვში, გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლებმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან შეხვედრაზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ამიერკავკასიაში სიტუაციას,  ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების საზღვრებზე არსებულ მდგომარეობას და ასევე  ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის მომზადებას.  რუსულმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა რეგიონში ნატოს ბლოკის საქმიანობის გააქტიურებაზე.

„საქართველოს ტერიტორიაზე ალიანსის სამხედრო ინფრასტრუქტურა ეწყობა, რეგულარულად  სამხედრო წვრთნები ტარდება, რომელთა მასშტაბები ყოველწლიურად იზრდება. ეს ყველაფერი ამიერკავკასიაში  მდგომარეობას და რუსეთის ფედერაციის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების უსაფრთხოებას სერიოზული დესტაბილიზაციით ემუქრება - აცხადებს კარასინი.

რუსი დიპლომატის თქმით, ამ სიტუაციაში აუცილებელია ოკუპირებულ რესპუბლიკასა და თბილისს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ  შეთანხმება გაფორმდეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი