მედიასაშუალებების 24 საათიანი გაფიცვა საბერძნეთში

26 სექტემბერი 2017, 00:00 2672 ნახვა

დღეს  საბერძნეთში პროფესიული კავშირების  გადაწყვეტილებით,  ქვეყნის ყველა მედიასაშუალებამ 24 საათიანი გაფიცვა  დაიწყო.  მათი მოთხოვნაა მასმედიის თანამშრომლებისთვის დამატებითი სოციალური დაზღვევის სისტემის შენარჩუნება, შრომისა და სოციალური უფლებების დარღვევის შეწყვეტა და პრესის თავისუფლება. გაფიცვა  დღეს ადგილობრივი დროით დილის 6 საათიდან დაიწყო და ოთხშაბათს  ამ დრომდე გაგრძელდება.  ამ ხნის განმავლობაში რადიოთი და ტელევიზიით არ გადაიცემა საინფორმაციო გამოშვებები,  არ მუშაობს უმრავლესი ინტერნეტ-საიტი.  პროფკავშირების განცხადებაში ნათქვამია, რომ მთავრობასთან და დამსაქმებლებთან ერთწლიანი მოლაპარაკებების შედეგად ვერ მოხერხდა იმ ფონდის გადარჩენა, რომლის საშუალებითაც ჟურნალისტები დამატებით პენსიებს, სამედიცინო მომსახურებას და საჭიროების შემთხვევაში, ერთჯერად ფინანსურ დახმარებას იღებდნენ.
 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი