ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო „აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს ეხმაურება

25 სექტემბერი 2017, 00:00 2741 ნახვა

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო „აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს ეხმაურება.  განცხადებაში წერია, რომ დაუშვებელია ჟურნალისტისთვის საქმიანობაში ხელის შეშლა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის ადგილზე საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით იმყოფება. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ქართულ და თურქულ მხარეს ინციდენტის დროულად შესწავლისა და მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდებს.

  საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის ტელევიზიის“ გადამღებ ჯგუფს  თურქეთ-საქართველოს საზღვარზე თურქული მხარის წარმომადგენლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მებაჟეებმა ერთ-ერთ მათგანს წაართვეს პასპორტი, მობილური ტელეფონი და აღარ უბრუნებდნენ, ცდილობდნენ მიკროფონის და კამერის წართმევასაც.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი