ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში  

25 სექტემბერი 2017, 00:00 2700 ნახვა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის განცხადებით, წაღვერში ცეცხლის ახალი კერა არ არის და ხანძარი კონტროლს ექვემდებარება. მინისტრი ვარაუდობს, რომ დღის მეორე ნახევარში ხანძრის ლოკალიზება მოხერხდება. ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობის პროცესში 4 ვერტმფრენია ჩართული.

ერთმა ქართულმა ვერტმფრენმა მუშაობა შეწყვიტა, ვინაიდან მისი მუშაობის საჭიროება აღარ იყო. ამ ეტაპზე ადგილზე ერთი ქართული, ერთი -აზერბაიჯანული და ორი თურქული ვერტმფრენი მუშაობს. ხეობაში ტექნიკის გარდა 700-მდე ადამიანია მობილიზებული. რაც შეეხება გამოძიებას, რომელიც ბორჯომის ხეობაში ამ და ერთი თვის წინ გაჩენილ ხანძარზე დაიწყო, ზურაბ ალავიძის თქმით, ამაზე კომენტარს შსს გააკეთებს, ვინაიდან გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. 

ამავე კატეგორიაში