მოქალაქეები აცხადებენ, რომ თურქმა მებაჟეებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

25 სექტემბერი 2017, 00:00 9552 ნახვა

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე პრობლემებია. საქართველოს მოქალაქეები აცხადებენ, რომ დღეს საზღვრის გადაკვეთა ვერ მოახერხეს. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებასა და სიტყვიერ შელაპარაკებასაც. მათივე თქმით, თურქი მებაჟეები მეზობელ ქვეყანაში გადასვლის საშუალებას არ აძლევენ, აკრძალვის მიზეზებს კი არ განმარტავენ. ათობით მოქალაქე ამ დრომდე სარფში რჩება. ისინი საკითხის დროულად მოგვარებას ითხოვენ.

საქართველოს შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ ვითარებას ეცნობიან და კომენტარს  მოგვიანებით გააკეთებენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი