ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე ქედის მერობისთვის ხუთი კანდიდატი იბრძოლებს. მათ შორისაა თემურ ავალიანი - ევროპული საქართველოდან; საარჩევნო ბლოკი დიმიტრი ლორთქიფანიძე კახა კუკავა დემოკრატიული მოძრაობა თავისუფალი საქართველო - ზვიად ფარტენაძე; ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ამომრჩევლების უმრავლესობის მხარდაჭერას ირაკლი ბარამიძე შეეცდება;
რაც შეეხება ქართულ ოცნებას, მერობისთვის მმართველი გუნდიდან ლევან გორგილაძე დარეგისტრირდა. როსტომ შერვაშიძე იბრძოლებს მერობისთვის საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან. რაც შეეხება პროპორციულ სიას, სიები რვა პარტიამ წარმოადგინა. ამომრჩეველთა რაოდენობა ქედაში 15 ათას 632-ია. 21 ოქტომბერს არჩევნებზე მუნიციპალიტეტში 31 უბანი უკვე გაიხსნა.