უსაფრთხო ადგილას გაყვანილი ოჯახები

24 სექტემბერი 2017, 00:00 2206 ნახვა

სოფელ ქობულეთში გზაზე ჩამოწოლილ მიწის მასაში მსუბუქი ავტომობილი მოჰყვა, საიდანაც მაშველებმა ოთხი მოქალაქე ამოიყვანეს, მათ შორის ორი მცირეწლოვანი. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ისინი უსაფრთხო ადგილზე არიან გადაყვანილები.

მეწყრული პროცესები განვითარდა სოფელ წყრავროკაშიც, აქ ორ საცხოვრებელ სახლთან მეწყერია ჩამოწოლილი. როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიას, აჭარის საგანგებო სიტუაციათა სააგენტოს სამსახურის უფროსის მოადგილემ მამუკა თურმანიძემ უთხრა, სამაშველოს ის მოქალაქეები უკავშირდებიან, რომელთა საცხოვრებელ სახლებთან მეწყერი და ღვარცოფი ძალიან ახლოსაა.

სტიქიის ზონაში მუშაობს საგანგებო სიტუაციების სააგენტოს რამდენიმე ეკიპაჟი, ადგილზე მუშაობს საგზაო დეპარტამენტის მძიმე ტექნიკა, მუნიციპალიტეტის საგანგებო შტაბის თანამშრომლები და შესაბამისი სამსახურების ბრიგადები. ქობულეთის გამგებელის მოადგილის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, მეწყრულმა პროცესებმა პრობლემა 12 ოჯახს შეუქმნა.

ამავე კატეგორიაში