გიგა, ანიტა და ლიდა - 15 წლიანი ლოდინის შემდეგ ბოლქვაძეებს 3 ტყუპი შეეძინათ

22 სექტემბერი 2017, 00:00 65939 ნახვა

ერთ ვაჟი და 2 გოგონა - გიგა ანიტა და ლიდა - ბოლქვაძეების ოჯახს 15 წლიანი ლოდინის შემდეგ 3 ტყუპი შეეძინა. პატარები წონით 3,200,  2,300 და 2, 400 დაიბადნენ.

ცირა ბოლქვაძე 15 წლის ასაკში დაქორწინდა. არაერთი სამედიცინო ჩარევის მიუხედავად წყვილს  შვილი არ უჩნდებოდა. „წლების განმავლობაში ვმკურნალობდი, რთული პერიოდი მქონდა. საბოლოოდ მკურნალობამ შედეგი გამოიღო და ახლა ერთდროულად 3 შვილის დედა გავხდი. ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ“ - ამბობს ცირა ბოლქვაძე.

მეან-გინეკოლოგი  ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ ცირა ბოლქვაძე ორსულობის 16 კვირის ვადიდან კლინიკაში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. „მკურნალი ექიმი გინეკოლოგი ჯუმბერ უნგიაძე იყო. 15 წლიანი უნაყოფობის შემდეგ  მრავალნაყოფიანი ორსულობა დაფიქსირდა. მოსალოდნელი იყო ნაადრევი მშობიარობაც, თუმცა მკურნალობამ და ერთობლივმა მუშაობამ რისკები მინიმუმამდე შეამცირა. ტყუპები საკეისრო კვეთით გაჩდნენ“ - ამბობს ექიმი.

მიმდინარე წელს სამედიცინო დაწესებულება „მედინაში“ სამი ტყუპის დაბადების ეს უკვე  მეოთხე შემთხვევაა.

ბოლქვაძეების ოჯახი ლანჩხუთის რაიონის  სოფელ ნიგვზიანში ცხოვრობს. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი