ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმი, ბათუმის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში დაცულ ნავთობის მრეწველობაში გამოყენებულ ექსპონატებს მასპინძლობს. დამთვალიერებელს ქარხნის მშენებლობის ამსახველი ფოტოების, ლაბორატორიული ჭურჭელისა და ქარხნის ბიბლიოთეკაში დაცული ლიტერატურის, ასევე 1911 წლით დათარიღებული უნიკალური ნახატების ნახვა შეუძლიათ. დღესვე მუზეუმს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის ლაბორატორია “ ფაბლაბში “ დამზადებული ლოგოც გადაეცა.