ბავშვები და პოლიტიკა

19 სექტემბერი 2017, 00:00 4599 ნახვა

ხშირად საარჩევნო პერიოდში კანდიდატები ხალხში ბავშვებთან ერთად ჩნდებიან. შეხვედრებზე, სარეკლამო რგოლებსა და ბილბორდებზე ბავშვები საქართველოში უფრო მეტად 2003 წლიდან გვხვდება.

ევროპასა და ამერიკაში კი დადებითი ემოციისა და პოტენციური ამომრჩევლის მოზიდვის მიზნით მოზარდებს წლებია იყენებენ – სიტყვა “გამოყენებას” ბავშვთა უფლებების დამცველები ამ კონტექსტში ხშირად ხაზგასმით ამბობენ, მიზეზად კი იმას ასახელებენ, რომ შეხვედრაზე, სადაც ბავშვის აზრს არ ისმენენ და პატივს არ სცემენ, იგი ავტომატურად ცრუ ჩართულობის, ანუ იმავე ტოკენიზმის მსხვერპლი ხდება. ამასთან შესაძლოა დაირღვეს ბავშვების პირადი ცხოვრების უფლება.

ბავშვების კამპანიაში ჩართვას კანონი არ კრძალავს, თუმცა გაეროს ბავშვთა ფონდის რეკომენდაცია, მოზარდების, ან მისი მშობლის მაქსიმალური ინფორმირებულობაა.  

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი