ხანძრის შედეგად ერთი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა

18 სექტემბერი 2017, 00:00 8536 ნახვა

ქობულეთში, სოფელ კვირიკეში  ღაღაიშვილების 4 წევრიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა.  მიზეზი დღეს დილით გაჩენილი ხანძარია. დაზარალებულების ვერსიით ცეცხლი შესაძლოა ელექტროსადენებს გაუჩნდა, ზუსტი მიზეზის დასადგენად გამოძიება მუშაობს. ხანძრის შედეგად ზურაბ ღაღაიშვილის საცხოვრებელი სახლის მეორე სართული მთლიანად დაიწვა.

კვირიკეს ადმინისტრაციულ ერთეულში,  ქობულეთის გამგებლის წარმომადგენლის ედიტა გოგიტიძის თქმით, უახლოეს დღეებში სტიქიის შემსწავლელი კომისია ზარალს დაითვლის და ამის შემდეგ გახდება ცნობილი რა დახმარება გაეწევა დაზარალებულებს. მანამდე კი ღაღაიშვილები ახლობლებთან  იცხოვრებენ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი