„ბავშვები პარტიის დროშებით კლასში - ეს არის შემაშფოთებელი“ - სერგო რატიანი

18 სექტემბერი 2017, 00:00 3259 ნახვა

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ სხეფის საჯარო სკოლაში მომხდარ ფაქტს ოპოზიციის წარმომადგენლები აფასებენ. „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი გავრცელებულ ფოტოს შემაშფოთებელს უწოდებს. „ბავშვები პარტიის დროშებით კლასში - ეს არის შემაშფოთებელი. ასეთი რამ ქართულ სკოლებში არ უნდა ხდებოდეს.

საქართველოს განათლების მინისტრი ყველაფერს აკეთებს გარდა იმისა, რომ სისტემას გადახედოს. ამაზე რეაგირებაა საჭირო. პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, მაგრამ ერთი კონკრეტული ადამიანის არა. ეს ზოგადად სისტემის „მავნებლობაა“ - ამბობს „ევროპული საქართველოს“ წევრი.

http://ajaratv.ge/news/ge/20242/pirvelklaselebi-%EF%BF%BDqartuli.html.html

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი