თურქეთში ავარიამ 4 ადამიანი იმსხვერპლა

17 სექტემბერი 2017, 00:00 4660 ნახვა

ოთხი  დაღუპული და 27 დაშავებული, ასეთია თურქეთში მომხდარი ავტოავარიის შედეგი. დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. შემთხვევა ანტალიაში, კუმლუჯას რაიონში მოხდა.  ტურისტებით სავსე ავტობუსი  50 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ადგილზე დაიღუპა 4 ადამიანი. თურქული მედიის ცნობით, სამგზავრო ავტობუსმა  მართვა დაკარგა და ხევში გადავარდა. დაშავებული ტურისტები ახლომდებარე საავადმყოფოებშია გადაყვანილი. ადგილზე მაშველები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები იმყოფებიან. წინასწარი ინფორმაციით, ყველა დაღუპული და დაშავებული თურქეთის მოქალაქეა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი