იწყება ბათუმში საავტორო ფილმების მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალი, “ბიაფი”. კინოჩვენებებზე, გახსნისა და დახურვის გარდა, დასწრება ტრადიციულად თავისუფალი იქნება. ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა და მისი ორგანიზატორი ხელოვანთა სახლი “არგანი”-ა.