მეტადონის ჩანაცვლებითი თერაპიის განყოფილება

13 სექტემბერი 2017, 00:00 5179 ნახვა

ბათუმში მეტადონის ჩანაცვლებითი თერაპიის განყოფილება გაიხსნა. ჩამანაცვლებელი ნარკოტიკით სარგებლობა და პროგრამაში ჩართვა იმ პირებს შეუძლიათ, რომელთაც 25 წელი უკვე შეუსრულდათ. მათ უფასო მედიკამენტებთან ერთად ნარკოლოგის და ფსიქორეაბილიტოლოგის კონსულტაციებით სარგებლობაც შეუძლიათ. თერაპიის პროგრამა სახელმწიფო დაფინანსებით საქართველოს 10 ქალაქში ხორცილდება. აქედან აჭარაში ქობულეთსა და ბათუმში ორი განყოფილება ფუნქციონირებს.  

ბათუმის ნარკოლოგიურ ცენტრში 212 ბენეფიციარი აღირიცხება. ახლად გახსნილი განყოფილება აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა და ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენალურმა დირექტორმა დაათვალიერეს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი